რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან უნდა გადააყენონ და დააპატიმრონ. მედვედევი აცხადებს, რომ „საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა“ უარი თქვა ეღიარებინა არჩევნების შედეგები და წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ, გადატრიალების მოწოდებით. მედვედევი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება. ამავე დღეს, 28 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა განიხილოს შესაძლო წინადადებები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტების გაფართოების შესახებ.