დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 68 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მაგალითად, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით, ხოლო 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 117%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში დსთ-დან 2 მილიარდ 359 მილიონი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 10 წლის ჭრილში მხოლოდ 2022-2023 წლების მონაცემებზე ნაკლებია. წელს დსთ-ს ქვეყნებიდან იმპორტში ძირითადი ადგილი ისეთ პროდუქტებს უკავია, როგორიცაა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნავთობის აირები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადის, ხორბალი, მესლინი და სხვა…. გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა დსთ-ს ქვეყნებთან ექსპორტი. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 3 მილიარდ 32 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 8.9%-იან ზრდას აჩვენებს. დსთ-ს ქვეყნებში ძირითადად ისეთი პროდუქციის რეექსპორტი განხორციელდა, როგორიცაა მსუბუქი ავტომობილები, ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები, სიგარები და სატვირთო ავტომობილები.
მიუხედავად იმისა, რომ დსთს ქვეყნებში ქართული პროდუქციის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, მთლიან საექსპორტო დინამიკაში მაინც მცირეა და მხოლოდ 24.6% შეადგინა, დანარჩენი კი რეექსპორტზე მოდიოდა.