გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები - ექსპერტები უახლოეს პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ სახეზეა ისეთი ტიპის სავარუდო დარღვევები, რომელიც მინიმუმ სიღრმისეულ გამოძიებას საჭიროებს. არჩევნებამდე და არჩევნების დღეს დაფიქსირებული შესაძლო კანონდარღვევების დროული შესწავლის საჭირობაზე ხელსუფლების ოპონენტები საუბრობენ.