თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.