ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ნათია იოსელიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება. მისი თქმით, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეოებმა, შესაძლოა არასწორი აღქმები გამოიწვიოს. იოსელიანმა დაინტერესებულ პირებს მიმართა და მოუწოდა, რომ მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან, თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ ინფორმაციას, ამისთვის მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცესკოს და მიიღონ კვალიფიციური, კანონისმიერი განმარტება.