ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა, ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის ცნობით, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის შედეგად ასობით ბიულეტენი განადგურდა. გამომძიებლები თვლიან, რომ ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე პირია. პორტლენდის პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 3:30 საათზე პოლიციამ საარჩევნო ყუთზე მიმაგრებული „საეჭვო მოწყობილობა“ აღმოაჩინა, რომელიც ბოლს უშვებდა და იწვოდა. აშშ-ის ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ შეშინდნენ და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.