რა გეგმა აქვს ოპოზიციას - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ და შედეგების გამოძიებას ითხოვენ. პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს თითქმის ყოველდღიურად ხვდებიან. პრეზიდენტის, მესამე სექტორის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნების შედეგები და სამომავლო გეგმებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მე 11 მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.