თერჯოლაში იუსტიციის სახლი გაიხსნა. უწყების 123-ე ფილიალი საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა გახსნეს. თერჯოლის იუსტიციის სახლი მოქალაქეებს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში 500-ზე მეტ სერვისს მიაწვდის. უშუალოდ იმერეთის რეგიონში უკვე 26 იუსტიციის სახლია, მობილური იუსტიციის სახლი კი რეგიონის 15 სოფელს ფარავს.