კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში გრძელდება “მედიასკოლის სტუდიის” ინტენსიური პრაქტიკული კურსი, რომლის ფარგლებშიც, კურსის სტუდენტებს იმის საშუალება ეძლევათ, რომ 4 თვის განმავლობაში, პროფესიონალების დახმარებით უფასოდ დაეუფლონ ჟურნალისტიკას. კურსის ფარგლებში, სტუდენტები ამზადებენ გადაცემებს, სატელევიზიო და რადიო სიუჟეტებს, გარდა ამისა, პრაქტიკული დავალებებით სწავლობენ ახალი ამბების თხრობას, ინტერვიუს ხელოვნებას, ვიდეო გადაღებას, მონტაჟს, ასევე, ფროდაქშენს, პროგრამირებასა და მულტიმედია ფორმატებზე მუშაობას.