ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობისას მარნეულის მუნიციპალიტეტში, №69-ე საარჩევნო უბანზე კანონდარღვევით ყუთში საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეს. აღნიშნული ფაქტის გამო, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით, №69-ე საარჩევნო უბანზე შეწყდა კენჭისყრა და კენჭისყრის შედეგები გაბათილდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164 -ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.