ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ სექტემბერში 59 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), ამ წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით მილიარდ 69 მილიონი ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 59 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.94%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 2.93%-ით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ამ წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო უცხოური ვალუტით თითქმის 17 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი. სექტემბრის განმავლობაში 1.37%-ით, ანუ 410 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 30 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.10% შეადგინა.