მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიბს რაოდენობით უპირობოდ თბილისი ლიდერობს, რომლის წილადაც მხოლოდ მიმდინარე წლის 9 თვეში გაცემული ნებართვების 42%-ზე მეტი მოდის, დედაქალაქს კი სამშენებლო ნებრთვების რაოდნეობით მოსდევს არა აჭარა, არამე ქვემო ქართლის რეგიონი. უფრო დეტალურად თუ ჩავუღრმავდებით სტატისტიკას, ამ წლის იანვარ-სექტემბერში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი გაზრდილია 16.2%-ით. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა 8 ათას 566 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვების 73.8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღებულია 2 ათას 319 კვ.მ ფართობის 2 597 ობიექტი.