26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად წინააღმდეგობას განაგძობს. ოპოზიციური პარტიები საერთო აქციას 23 ნოემბერს, 15 საათზე კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აანონსებენ. პარტიები საზოგადოებას "გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად" აქციაზე მისვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.