25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, პარტია ქართული ოცნება სახელისუფლებო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი 4, ბარიერგადალახული პოლიტიკური სუბიქტი პარლამეტში შესვლას არ აპირებს, მმართველი პარტია მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, მთავრობისთვის ნდობას გამოვუცხადებას მაინც აპირებს.