ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე არსებულმა რთულმა ვითარებამ შეიძლება ყველაზე დამანგრეველი თერმობირთვული ომი გამოიწვიოს. მისი თქმით,კონფლიქტის მხარეები არასდროს ყოფილან ასეთ საშიშ და მწვავე დაპირისპირებაში. როგორც მან აღნიშნა, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებმა მხოლოდ დაარწმუნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომ ვაშინგტონის მტრული პოლიტიკა არ შეიცვლება.