პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მომიტინგე მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობდა. რა პოზიციებს აფიქსირებნენ დღეს დაცვისა და ბრალდების მხარეები სასამართლო პროცესზე.