,,მოხალისე ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებებისათვის’’- ამ სახელწოდებით საქართველოში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორი გაეროს ბავშვთა ფონდი და ახალგაზრდული ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდია. ახალგაზრდებმა თბილისის, გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან მათ მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინეს და მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდების ინფორმირებას კლიმატის ცვლილებებზე, მათ ჩართულობას გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშესაწყობად.