ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან თსუ-ის პირველ კორპუსთან, სადაც სტუდენტები უკვე რამდენიმე დღეა, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სწორედ მათ მიმართ სოლიდარობის გამოცხადებისთვის ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ - 4 საათისთვის საპროტესტო აქციის ოფიციალური ნაწილი დაიწყება. მოთხოვნები კვლავ უცვლელია - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი ვადამდელი არჩევნების დანიშნვნაა.