ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის წინააღმდეგობას განაგრძობს. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები. პარლამენტის შესასვლელებთან მხოლოდ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული. პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც. ტექნიკაც არის მობილიზებული.