25 ნოემბერს 12 საათიდან მეთერთმეტე მოწვევის პარლამნეტის ახალი წევრები სამუშაოს ოფიციალურად შეუდგებიან, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ სხდომათა დარბაზში მარტო მოუწევს ყოფნა. ქართული ოცნების კონკურენტი ძალები ამ მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინისჭებას არ აპირებენ. წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრებს სიტყვით სავარაუდოდ არც საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. 25 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოში არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ეცხოელი დიპლომატები სხდომის გახსნაზე თავად მმართველ პარტიას არ მუწვევია, თუმცა ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოწვევის მიუხედავად დიპლომატები სხდომის დასწრებაზე უარს განაცხადებდნენ,რადგან ახალარჩეულ პარლამენტს საერთაშორისო აღიარება არ გააჩნია.