XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დასრულებულია. პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. დროებითმა სამანდატო კომისიამ 150 არჩეული წევრის საბუთების წესრიგში ყოფნა დაადასტურა. კომისიის ხელმძღვანელმა არჩეული დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხა, რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარტია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. სასესიოს დარბაზში პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეულ წევრებთან ერთად სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი დასაპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ . ოპოზიციისთვის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გაკუთვნილი სკამები სასესიო დარბაზში ცარიელი იყო.