მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დასრულების მიუხედავად რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქციია გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები მხარდამჭერებთან ერთად ხმაურითა და შეძახილებით შეხვნდნენ „ქართული ოცნების“წევრების , საკანონმდებლო ორგანოში მანქანებით ჯერ შესვლას. შემდეგ კი მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სიის გამოცხადებას. დემონსტანტები ახალი პარლამენტის მიერ მუშაობის დაწყებას საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას პროტექსტის ნიშნად კვერცხებიც ესროლეს. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, რომლებსაც ზუბალაშვილის ქუჩაზე კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წვიმისა და ცივი ამინდების მიუხედავად დაშლას არ აპირებენ და ბრძოლას მიზნის მიღწევამდე - საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე გააგრძელებენ.