ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეიცვლება. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები პირობას დებენ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ხარისხიანად შეასრულებენ. რაც შეეხება ყოფილი მინისტრების სამომავლო საქმიანობას, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია მუშაობას სახელმწიფო სამსახურში სხვა მაღალ თანამდებობებზე გააგრძელებენ. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ახალი მინისტრები არაფერს შეცვლიან და, როგორც თავად ამბობენ, პირიქით, აღნიშნული ცვლილებები საერთაშორისო იზოლაციას მხოლოდ გააღრმავებს.