მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მიმდინარე კვირას, საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, განახლებული მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს. საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში - მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი გადადიან. ყოფილ დეპუტატებს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ჩააბარა. სამთავრობო გუნდის განახლებული შემადგენლობა ირაკლი კობახიძემ პარლამენტს უკვე წარუდგინა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში - მხოლოდ პერსონალურია და ქვეყანაში რეალური არაფერი შეიცვლება.