რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში 30-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანეიტრალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 24 დრონი როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, თითო-თითო ორიოლისა და ვორონეჟის ოლქებში, ორი ყირიმში.