უკრაინა გერმანიიდან 2024 წლის ბოლომდე ორ, მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემა „აირისს“ მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, კრისტიან ფროიდინგმა კიევში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში გერმანიამ უკრაინას გადასცა საარტილერიო ჰაუბიცები, ტანკები, მარდერის ქვეითი საბრძოლო მანქანები და ასევე დაიწყო დრონების პროგრამა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის 17 ერთეული „აირისს“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა. საუბარია საშუალო მანძილზე მოქმედ 8 სისტემაზე და მცირე მანძილზე მოქმედ 9 სისტემაზე