კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავენ.
გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
„პროცედურულად ველოდებოდით იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა იმის მიუხედავად, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია. ამიტომ, დღეს მივმართავთ ცესკო-ს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კოალიციის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტს საკუთარი მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მიმართეს: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა - გიორგი ვაშაძემ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა.