საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად კონსტიტუციის 38-ე მუხლი მოიყვანა, რომლის თანახმადაც შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი. ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან საუბრისას 26 ოქტომბრის არჩევნებზე „პროცედურული დარღვევების არსებობას არ უარყოფს, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გაყალბებულს არ უწოდებს.