დებატები საქართველოს შესახებ - ქართული ოპოზიციური ფლანგი ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებებს იწყებს. სტრასბურგში იმყოფებიან კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ისინი ევროპელ ლიდერებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და შესაბამისი რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.
ოპოზიციას წინააღმდეგობის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ქართული ოცნება“ კვლავ არ ცვლის პოზიციას და ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია, ხოლო ქვეყნის ევროპულ კურსს საფრთხე არ ემუქრება.