მედიის ცნობით, დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. როგორც რუსული მედია წერს, საუბარია რუსეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების მეორე მდივანზე, უილკს ედვარდ პარაიორზე. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ ბრიტანელმა დიპლომატმა რუსეთში ჩასასვლელად საჭირო ნებართვის მიღებისას განზრახ მიუთითა ყალბი ინფორმაცია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული დიპლომატის ქცევაში გამოვლინდა სადაზვერვო საქმიანობის ნიშნები, რაც რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ბრიტანელ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 2-დღიანი ვადა მისცეს.