ოპოზიცია სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ისინი ევროპელ ლიდერებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და შესაბამისი რეზოლუციის მიღებას სთხოვენ. ოპოზიციას წინააღმდეგობის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. ქართული ოცნება კი პოზიციას არ ცვლის და კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურია ქვეყნის ევროპულ კურსს კი საფრთხე არ ემუქრება. მმართველი გუნდის წევრებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებს რომლებიც დასავლელი პარტნიორებისგან მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებას ელოდებიან.