ენტონი ბლინკენის განცხადებით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას გააგრძელებს. საკითხის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, იტალიაში “დიდი შვიდეულის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდას თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაცია თავისი ვადის ამოწურვამდე გააგრძელებს.