„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ, დასრულდა.
ამ წუთებში ამავე საკითხზე კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმართება.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე დაგეგმილია განცხადების გაკეთება.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.