საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა. ახლა მიხეილ ყაველაშვილს არჩევნების დღეს , ანუ 14 დეკემბერს, პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად 300 წევრისგან შემდგარი კოლეგიისგან ხმების 2/3 ხმა სჭირდება. ეკა უშხვანს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.