საქართველოში მიმდინარე პროცესები კვლავ საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია. ევროპარლამენტარებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე კიდევ ერთხელ მოუსმინეს ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან კრიტიკული გზავნილები ამჯერად კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გააჟერეს. მათი შეფასებით, საქართველოში კონსტიტუციური და პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. ოპოზიციამ წინააღმდეგობის გზაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. რაც აცხადებენ თავად ევროპარლამენტარები?