საქართველო კვლავ საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან ყურადღების ეპიცენტრშია - ევროპელი პარტნიორების ნაწილი საკუთარ შეშფოთებას ვერ მალავს და საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაში ადანაშაულებს.
სტრასბურგში მყოფი ქართველი ოპოზიციონერები პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის დასანქცირებას სთხოვენ. შესაბამისი რეზოლუცია ევროპალრლამენტში უკვე დარეგისტირებულია - მას კენჭი ხვალ უნდა უყარონ