დღეს ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებულ ორ რეზოლუციას განიხილავს. "ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ დაინიცირებულ რეზოლუციაში საუბარია „ქართული ოცნების წევრების დასანქცირებასა და საქართველოში სპეციალური ტექნიკური მისიის გამოგზავნის აუცილებლობაზე. მათ შორის დოკუმენტში, ევროპარლამენტარები საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ. გახარია-საქართველოსთვის გუნდი რეზოლუციაში არსებული ჩანაწერების ნაწილს მიესალმება. თუმცა მსგავსად „ქართული ოცნების წევრებისა მათთვის მიუღებელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია რომელიც ახლა სტრასბურგში ევროპელ პოლიტიკოსებს ხვდება და ამ რეზოლუციის მიღებას სთხოვს ქვეყნისტვის მტრულ საქმეს აკეთებს.