კომუნიკაციების კომისიის მიერ, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებულ მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ჟიურიმ ორი გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, ერთ-ერთი გამარჯვებული თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაა. კომუნიკაციების კომისიამ სკოლა თანამედროვე მედიალაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკით აღჭურვა და მოუწყო კუთხე, სადაც სკოლის ყველა მოსწავლე მაღალხარისხიანი მედია პროდუქტის დამოუკიდებლად შექმნას შეძლებს.