სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს დაესწრება. რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევა მიიღო მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად. მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობა ერთგული რჩება ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მემკვიდრეობის და ისტორიული სიმართლის, მეორე მსოფლიო ომისა და იმ როლის შესახებ, რომელიც წითელმა არმიამ ითამაშა.