ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც საქართველოს შესახებ პირველი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების ინფორმაციით, რეზოლუცია ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას შეეხება. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ვიზალივერალიზაციისა და კონკრეტული პირების დასანქცირების საკითხზეც. ვიდრე ევროპალამენტი რეზოლუციას კენჭს უყრის, ევროპალამენატრებმა საქართველოში შექნილი ვითარების შესახებ კრიტიკული გზავნილები ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიგან მოისმინეს.