“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში ევროპარლამენტში იმყოფება. საქართველოზე რეზოლუციის მიღებამდე, პარტიის თავმჯდომარე ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით წარსდგა. თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებს სთხოვა მხარი დაუჭირონ შესწორებას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ჩანს მოწოდება ჩატარდეს ახალი არჩევნები დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ბოკუჩავამ ევროპარლამენტარებს მოუწოდა დააწესონ ინდივიდუალური სანქციები ქართული ოცნების წევრების წინააღმდეგ და მხარი დაუჭირონ 26 ოქტომბერს დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევების საერთაშორისო გამოძიებას.