მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან მეოთხე დღეს უმრავლესობის ლიდერები მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადებიან. დღესვე დღესვე იგეგმება ნდობის გამოცხადება სამთავრობო პროგრამისთვის სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“. მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.. მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეები იქნებიან მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, დავით სონღულაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე და ანდრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსზე. მინისტრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უსმენდნენ.