საბანკო სექტორის წმინდა მოგების 87% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის.
კომერციული ბანკების წმინდა მოგება ერთ თვეში 287 მილიონ 700 ათასი ლარით გაიზარდა. როგორც საფინანსო სექტორის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 10 თვე ბანკებმა 2 მილიარდ 589 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ანგარიშგებიდან ასევე ირკვევა, რომ ოქტომბერში ზარალზე 17-დან 4 ბანკი გავიდა. ამავე დოკუმანტებიდან ირკვევა, რომ ოქტომბერში, წმინდა მოგების თითქმის 87% კვლავ 2 ბანკმა გადაინაწილა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 985 მილიონ 296 ათასი ლარი, „საქართველოს ბანკის“ მოგებამ კი, მილიარდ 266 მილიონი ლარი შეადგინა.