როგორც აღმოჩნდა, საქართველოში მოსახლეობის 25.5% წყლის, 46.3% კი საკანალიზაციო სისტემაზე მიერთებული არ არის. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია ნათქვამი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილმა 74% შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მჩვენებელია. 2022 წელს წყალმომარაგება 71.5%-ს ჰქონდა, 2021 წელს 71.3%-ს, 2020 წელს კი 68.9%-ს….. თუმცა, შემცირებულია, წყალმომმარაგებელი საწარმოების მიერ წყალმომარაგების სისტემაში გაშვებული წყლის რაოდენობა. კერძოდ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასულ წელს დაახლოებით 874 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, 2022 წელს - 890 მლნ კუბური მეტრი, ხოლო, 2021 წელს - 931.5 მლნ კუბური მეტრი. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაზრდილია წყლის მოხმარების მაჩვენებელი, თუმცა შემცირებულია 2021 წელთან შედარებით. რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემებს, ამავე მონაცემების თანახმად, 2023 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილმა 53.7% შეადგინა, 2022 წელს - 52.4%, 2021 წელს - 51.5%. გამოდის, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის ნახევარს საკანალიზაციო სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს.