მიმდინარე წლის დეკემბერში რუსულ მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი სამჯერ - დაახლოებით 28 დოლარიდან, 88,7 დოლარამდე იზრდება. იმის გამო, რომ საქართველოში იმპორტირებული ზეთის თითქმის 85% რუსეთზე მოდის, გამორიცხული არ არის, რომ დეკემბრიდან ზეთზე ფასი ქართულ ბაზარზეც გაიზარდოს. რაც შეეხება არსებულ მაჩვენებელს, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 12.7%-ით გაიზარდა. როგორც უკვე გითხარით, ზეთი ყველაზე დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოდის რუსეთიდან, შემდეგ პოზიციებს კი უკრაინა და აზერბაიჯანი იყოფენ. ამასთან, საქართველომ წელს შედარებით მცირე მოცულობით მზესუმზირის ზეთი იყიდა - უნგრეთში, თურქეთსა და იტალიაში.