საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს. ცოტა ხნით ადრე კი, აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებდნენ.
მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებული სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმა ჩაანაცვლა.
ამ დროისთვის, ჭიჭინაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია.