როგორც „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, მათი გუშინდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს უარს „არაკეთილმოსურნე ევროპელი ლიდერების“ ე.წ. შანტაშზე და არა თავად ევროპაზე. რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე გამართულ გუშინდელ აქციას, უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ პროტესტი უსაფუძვლოა და ქვეყანაში რევოლუცია ვერ მოხდება.