სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს.
საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.
მიმდინარეობს დაკავებები, არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები.
სპეცრაზმი შლის რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებს.