კონგრესმენი, ჯო უილსონი, საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.
მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. კონგრესმენი აცხადებს, რომ მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. ჯო უილსონი დონალდ ტრამპის თანაპარტიელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა - ის „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი თანაავტორია. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად, რათა „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს