ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა 29 ნოემბერს ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა საგანგებო განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში შექმნილ ვითარებაზე - მთავრობის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაზე უარის გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც არსობრივია საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ასამბლეა მკაცრად გმობს სასტიკ ზეწოლას თბილისში მშვიდობიან დემონსტრაციებზე, როგორც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების ხელყოფას. ტექსში აღნიშნულია, რომ დემონსტრაციები იმართება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ.